leaderboard_below_slide
left_sabechdi

დონალდ ტრამპი: ვუბრძანე აშშ-ის სამხედრო ძალებს, დაიწყონ გადამწყვეტი და ძლიერი სამხედრო მოქმედება იემენში ჰუსიტი ტერორისტების წინააღმდეგ

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მან ბრძანება მისცა ამერიკის სამხედრო ძალებს იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს გადაწყვეტილება ჰუსიტების მიერ ამერიკული და სხვა ქვეყნების გემების, საჰაერო ხომალდებისა და უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების გამო მიიღო.

„დღეს მე ვუბრძანე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს, დაიწყონ გადამწყვეტი და ძლიერი სამხედრო მოქმედება იემენში ჰუსიტი ტერორისტების წინააღმდეგ“, – აცხადებს ტრამპი.

დონალდ ტრამპი აკრიტიკებს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომას აღნიშნულ საკითხზე.

„ჯო ბაიდენის რეაგირება იყო პათეტიკურად სუსტი, ამიტომ შეუზღუდავი ჰუსიტები განაგრძობდნენ თავიანთ ქმედებებს. ერთ წელზე მეტია, რაც ამერიკული დროშის ქვეშ მცურავმა სავაჭრო გემმა ვერ შეძლო უსაფრთხოდ გავლა სუეცის არხზე, წითელ ზღვაზე ან ადენის ყურეში“, – წერს ტრამპი.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ ჰუსიტების უკანასკნელი თავდასხმები საფრთხეს უქმნის საერთაშორისო ვაჭრობას.

„მივმართავ ყველა ჰუსიტ ტერორისტს, თქვენი დრო ამოიწურა და თქვენი თავდასხმები დღეიდან უნდა შეწყდეს. თუ არ შეწყდება, ჯოჯოხეთი დაგატყდებათ თავს, როგორიც არასდროს გინახავთ“, – აღნიშნავს ტრამპი.

ასევე იხილეთ