leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბუდაპეშტში ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ათიათასობით მომიტინგე შეიკრიბა

ბუდაპეშტში ათიათასობით ადამიანი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე შეიკრიბა.

საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა ოპოზიციური პარტია “ტისას” ლიდერი პეტერ მადიარიც, რომელმაც პირობა დადო, რომ უნგრეთს ძლიერი ევროპის ნაწილად აქცევს და ორბანის 15-წლიან მმართველობას დაასრულებს.

“ისინი, ვინც საკუთარ ერს ღალატობენ, ისტორიის ნაგავსაყრელზე უნდა აღმოჩნდნენ”, – განუცხადა მადიარმა აქციაზე შეკრებილ ხალხს.

მადიარმა მოძრაობა ერთი წლის წინ დააფუძნა. მისი პარტია “ტისა” უმეტეს გამოკითხვებში ორბანის პარტია უსწრებს.

მანამდე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ გაამკაცრებს ზომებს იმ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ.

ასევე იხილეთ