საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში, სოფელ მეფისქალაქში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“სამშენებლო პროცესი კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. თანამედროვე სტანდარტების 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით შენდება, რომლის ღირებულება 2 084 706 ლარია.
პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში მუნიციპალიტეტში 8 ახალი საბავშვო ბაღის აშენება და ერთის სრული რეაბილიტაცია იყო დაგეგმილი. დასრულებულია სამი ბაღის მშენებლობა და ერთის რეაბილიტაცია. სამუშაოები
ამჟამად 5 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.