leaderboard_below_slide
left_sabechdi

ოლაფ შოლცი: რუსეთმა უნდა შეწყვიტოს თავდასხმები და საბოლოოდ შესაძლებელი გახადოს მშვიდობა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთმა მშვიდობისკენ ნაბიჯები უნდა გადადგას. ამის შესახებ შოლცმა სოციალურ ქსელში დაწერა. გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა სჭირდება.

“რუსეთმა უნდა შეწყვიტოს თავდასხმები და საბოლოოდ შესაძლებელი გახადოს მშვიდობა”, – წერს შოლცი.

ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია, ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.

ასევე იხილეთ