თბილისში, ახალგაზრდა კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობა გვიან ღამით მიაყენეს.
არსებული ინფორმაციით, დაჭრის ფაქტი თბილისში, ერთ-ერთ ბართან მოხდა, დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. რა გახდა მკვლელობის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.