საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების „რაგბი ევროპის“ ჩემპიონობას პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“გილოცავთ! საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონია. ბორჯღალოსნებმა „რაგბი ევროპის“ თასი მეჩვიდმეტედ მოიპოვეს”, – აღნიშნულია მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ქარდზე.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მერვედ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონია.