ვოლოდიმირ ზელენსკი: ერთობლივად უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა ვაიძულოთ, შეწყვიტოს აგრესია, საჭიროა გადამჭრელი ზომები, სანქციები მუდმივად უნდა გაძლიერდეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ერთი კვირის განმავლობაში ასობით თავდასხმა განახორციელა. დაზარალდა ჩერნიგოვის, ხერსონის, დონეცკის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, პოლტავის, კიევის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიესა და სუმის ოლქები.
„ასე ნამდვილად არ იქცევიან ისინი, ვისაც ომის დროულად დასრულება სურს. ამიტომ ჩვენ ერთობლივად უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა ვაიძულოთ იგი, შეწყვიტოს აგრესია. საჭიროა გადამჭრელი ზომები, კერძოდ, სანქციები, რომლებიც არა მხოლოდ უნდა შენარჩუნდეს, არამედ მუდმივად უნდა გაძლიერდეს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროპას, ამერიკას და ყველას, ვისაც სურთ მშვიდობა, შეუძლიათ სამართლიანი და ხანგძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა.