leaderboard_below_slide
left_sabechdi

მიხეილ ყაველაშვილი მორაგბეებზე: მსურს, მადლობა გადავუხადო მათ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხისთვის აკეთებენ – განსაკუთრებით იმ სიამაყისა და სიხარულისთვის, რაც მათ თითოეულ გამარჯვებას მოაქვს ჩვენთვის

„მსურს, მადლობა გადავუხადო მათ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხისთვის აკეთებენ – განსაკუთრებით იმ სიამაყისა და სიხარულისთვის, რაც მათ თითოეულ გამარჯვებას მოაქვს ჩვენთვის”, – წერს რაგბის ეროვნული ნაკრების გამარჯვების შესახებ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.

„გილოცავთ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მერვედ, ჯამში კი მეჩვიდმეტედ, „რაგბი ევროპის“ ჩემპიონი გახდა. ესპანეთის ეროვნული ნაკრები ჩვენმა ბიჭებმა ღირსეული ანგარიშით 46:28 დაამარცხეს!

მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საშუალება მომეცა, დავსწრებოდი ამ შესანიშნავ მატჩს და მეგულშემატკივრა „ბორჯღალოსნებისთვის“.

ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთხელ ასახელეს ქვეყანა და გაახარეს ქართველი გულშემატკივარი!

მსურს, მადლობა გადავუხადო მათ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხისთვის აკეთებენ – განსაკუთრებით იმ სიამაყისა და სიხარულისთვის, რაც მათ თითოეულ გამარჯვებას მოაქვს ჩვენთვის“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მერვედ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონია.

ასევე იხილეთ