leaderboard_below_slide
left_sabechdi

თორნიკე ჭეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე: ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველები და მისი პოლიტიკური გუნდის წევრები ცდილობდნენ, რომ დაეკნინებინათ ამ საქმის მნიშვნელობა. ამ ყველაფერს შეიძლება ეწოდოს ელიტური კორუფციის საქმე

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი, გადაცემა „იმედის კვირაში“ მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო ხაზინიდან გაფლანგული 9 მილიონის საქმეს ეხმიანება და აცხადებს, რომ ის უნდა იყოს მაგალითი მომავალი თაობებისთვის, რადგან არ დაუშვან არამიზნობრივი ხარჯვა ბიუჯეტიდან.

„ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველები და მისი პოლიტიკური გუნდის წევრები ცდილობდნენ, რომ დაეკნინებინათ ამ საქმის მნიშვნელობა, შესაბამისი ბრენდირების, შეფუთვის მცდელობაც კი იყო, რომ თითქოს ეს იყო პიჯაკების საქმე. არა და რეალურად ეს არის კლასიკური ნიმუში და მაგალითი ელიტური კორუფციისა და სავსებით სამართლიანად ამ ყველაფერს შეიძლება ეწოდოს ელიტური კორუფციის საქმე.

ეს უნდა იყოს ნიმუში და მაგალითი იმისთვის, რომ ნებისმიერმა ხელისუფალმა, მომავალმა თაობებმა, რომელთაც შეიძლება ქვეყნის მართვის სადავეების ხელში აღება, არასდროს არ დაუშვან ის, რომ არა თუ მილიონობით ლარი, არც ერთი თეთრი არამიზნობრივად არ იქნეს დახარჯული“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

ასევე იხილეთ