leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე პროგრამაზე „ისწავლე და დასაქმდი“: ბიზნესის ჩართულობით, ჩვენ უკვე გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა მიმართულებები არის საჭირო იმისთვის, რომ მოხდეს კადრების კვალიფიკაციის ამაღლება და მოვიფიქრეთ აღნიშნული პროგრამა

მთელი რიგი მიმართულებების შესწავლა მოგვიწია, რომ გაგვეგო რეალურად რაშია პრობლემა და რა სფეროები და მიმართულებებია, სადაც ბიზნეს სექტორი საჭიროებს კვალიფიციურ კადრებს, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პროგრამაზე „ისწავლე და დასაქმდი“ საუბრისას.

„ბიზნესის ჩართულობით, ჩვენ უკვე გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა მიმართულებები არის საჭირო იმისთვის, რომ მოხდეს კადრების კვალიფიკაციის ამაღლება და მოვიფიქრეთ აღნიშნული პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერია პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს იწყებს. პროგრამა ითვალისწინებს მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში პროფესიულ მომზადება/გადამზადებასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მათი დასაქმების ხელშეწყობას.

ასევე იხილეთ