leaderboard_below_slide
left_sabechdi

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მორაგბეებს „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ზედიზედ მერვედ მოგება მიულოცა და ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები და რაგბის კავშირის წარმომადგენლები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და რაგბის კავშირის ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები სპორტსმენებს განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის – კერძოდ, 2022 წელს იტალიისა და უელსის მორაგბეთა ნაკრებებთან გამართულ შეხვედრებში ისტორიული გამარჯვებების მოპოვებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცათ.

საქართველოს პრეზიდენტმა მორაგბეებს მიულოცა „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ზედიზედ მერვედ, ჯამში კი მეჩვიდმეტედ მოგება, წარმატებული ასპარეზობისთვის სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა და მომავალში კიდევ ბევრი გამარჯვება უსურვა.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და რაგბის კავშირის წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ მიულოცეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ