leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი აშშ-ის ელჩისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრაზე: ნორმალურ კალაპოტში დგება მსოფლიო პროცესები და ამ ნორმალიზაციის მებაირაღე არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია

ჩვეულებრივი შეხვედრა იყო, ნორმალურ კალაპოტში დგება მსოფლიო პროცესები და ამ ნორმალიზაციის მებაირაღე არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. რიგგარეშე ამ შეხვედრაზე არაფერი არ მომხდარა, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე საუბრისას.

„ჩვენი ოპონენტების ძალიან დიდმა ნაწილმა ორგანიზებული შეტევა დაიწყო აშშ-ის გვერდზე და არის ძალიან შეურაცხმყოფელი განცხადებები.

თუ გავიხსენებთ კელი დეგნანის ელჩობის პერიოდს, როდესაც ტრამპი იყო ხელისუფლებაში, საკმაოდ პრაგმატული განცხადებები ახასიათებდა. გამოვარდა მაშინ ახალი „ნაცმოძრაობის“ დღევანდელი ლიდერი ნიკა გვარამია, აჩვენა მისი პორტრეტი ეკრანზე და თქვა, რომ ეს ადამიანი არის გასაძევებელი საქართველოდან.

ამ ვითარებაში, როდესაც კელი დეგნანი ან ნებისმიერი ქვეყნის ელჩი აკეთებს განცხადებას და [ახორციელებს] ვიზიტს, ეს უპირველეს ყოვლისა ნიშნავს იმას, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები ვითარდება. აშშ-ის დღევანდელ პოლიტიკას, ხედვას და განცხადებებს თუ დავაკვირდებით, ადვილად დავასკვნით, თუ რა ამოცანები და ინსტრუქცია აქვს მიღებული დღევანდელ ელჩს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ