leaderboard_below_slide
left_sabechdi

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის რაიონის სოფლებში ხანძარია – ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის რაიონში, სოფელ კამანში ხანძარია. ვიდეოკადრებს აფხაზური მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება.

ხანძარია სოფელ იაშთხვასთანაც, სადაც ცეცხლი ასევე მიუახლოვდა სახლებს. როგორც ადგილობრივი დე ფაქტო უწყებების წარმომადგენლები აცხადებენ, ვითარებას აკონტროლებენ. მათივე ინფორმაციით, ადგილზე 20 მაშველი მუშაობს.

ასევე იხილეთ