leaderboard_below_slide
left_sabechdi

გერმანიაში საერთაშორისო მედია საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში, ბერლინში,  სამოგზაურო მედია კონფერენციაში „International Media Marketplace“ მიიღო მონაწილეობა. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მედიაკონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გავლენიანი მედიასაშუალებების: „BBC Travel“-ის,  „National Geographic  Germany“-ის, „Spiegel“-ის, „Travel+Leisure Germany“-ის, „The Voyager“-ის, „TRVL Counter“-ის ჟურნალისტებს, ასევე ინფლუენსებსა და  ბლოგერებს  საქართველოს ტურისტული პროდუქტები, კურორტები, სათავგადასავლო ტურისტული მიმართულება გააცნეს.

„IMM Germany Berlin“-ის კონფერენციის ფარგლებში , პრეზენტაციები გაიმართა  საქართველოს ცნობადობის გაზრდისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით.

კონფერენციის შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ჟურნალისტებისთვის, ინფლუენსერებისა და ბლოგერებისთვის გაცნობითი ტურების გამართვას გეგმავს.

„International Media Marketplace“-ზე 190 მედიასაშუალება და  125 გლობალური ბრენდი იყო წარმოდგენილი.

ასევე იხილეთ