აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან 18 მარტს სატელეფონო საუბარი ექნება. ინფორმაციას „Associated Press“ ავრცელებს.
მისი თქმით, მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინაში 30-დღიანი დროებით ზავის დადება იქნება.
„ვნახოთ, თუ შევძლებთ რამის გამოცხადებას ამ სამშაბათს. პრეზიდენტ პუტინს სამშაბათს დაველაპარაკები. უქმეებზე დიდი სამუშაო გავწიეთ. ვნახოთ, თუ შევძლებთ ომის დასრულებას“, – აღნიშნა ტრამპმა.