სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი უფროსი, მეცნიერი პეტრე მამრაძე: 2008 წლის 9 თუ 10 ივლისს, ესე იგი, ომამდე ერთი ერთი თვით ადრე, თბილისში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ჩამოვიდა და სააკაშვილს სასტუმრო „კოპალაში“ შეხვდა. ვინც შეხვედრას ესწრებოდა, იმ პიროვნებისგან ვიცი, რომ რაისმა ერთი მომენტი ხმას აუწია, თითქმის ყვირილზე გადავიდა და სააკაშვილს ერთსა და იმავე ფრაზას უმეორებდა – თუ ომი მოხდება, ჩვენ აქედან გავალთ და შენ მარტო დარჩები!
თუმცა, მეორე დღეს, ერთობლივ პრესკონფერენციაზე კონდოლიზა რაისმა სააკაშვილს მიმართა, – ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება საუკეთესო ინსტრუმენტია თქვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენადო!
რა უნდა გედოს თავში, რომ რუსეთის გასაგონად ასეთი რამ თქვა? კონდოლიზა რაისის ეს განცხადება, საქართველოსთვის, ფაქტობრივად, ომის განაჩენი იყო და სულ რაღაც ერთ თვეში მოხდა კიდეც ომი!
წყარო: გაზეთი „ასავალ – დასავალი“