leaderboard_below_slide
left_sabechdi

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვიდან სასჯელი 8 წლით და საერთო ჯამში მას თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვის ვადით განესაზღვრა.

საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას ექს-პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურადაც არ დასწრებია.

ეს განაჩენი უკვე მეორეა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბოლო დღეების განმავლობაში სააკაშვილის საქმეზე გამოიტანა. მას ახლა მხოლოდ ერთი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე დარჩა, რომელიც 7 ნოემბრის ეპიზოდს ეხება.

 

ასევე იხილეთ