leaderboard_below_slide
left_sabechdi

პეტრე მამრაძე: ბუში, სააკაშვილი, ზელენსკი – მონათესავე სულისა და ფსიქიკის ადამიანები

სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი უფროსი, მეცნიერი პეტრე მამრაძე: გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ვრცელ ინტერვიუში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსა და უკრაინის მიმდინარე კონფლიქტს განიხილავს.

იგი საქართველოსა და აშშ-ს მაშინდელ პრეზიდენტებს მონათესავე სულებს უწოდებს, ხოლო უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის, სააკაშვილზე უარესს.

„ძნელი წარმოსადგენია, სააკაშვილზე უარესი დედამისი ზურგზე ვინმე არსებობდეს, მაგრამ თუ მაინც არსებობს, ეს სწორედ ზელენსკია!

ვინაობას არ დავასახელებ, მაგრამ, ერთმა ცნობილმა ამერიკელმა, რომელიც ბუშს ახალგაზრდობიდან იცნობდა, სააკაშვილი კი თბილისში მუშაობისას გაიცნო, ერთხელ მითხრა: ორი მონათესავე სულისა და ფსიქიკის ტიპმა – ბუშმა და სააკაშვილმა ერთმანეთი იპოვაო.

საერთოდ, ჯორჯ ბუშ უმცროსმა თავისი პოლიტიკური იდიოტობითა და სიბეცით, მათ შორის, ერაყში შეჭრით, მთელ მსოფლიოს კატასტროფა მოუტანა და საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა დაანგრია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ უმცროსი ბუშის სიბრიყვით გამოწვეული კატასტროფის შედეგებს მსოფლიო დღემდე იმკის.

2008 წლის აგვისტოს ომი ამერიკისთვის კატასტროფის ტოლფასი იყო! წარმოიდგინეთ, რუსეთი საქართველოში სამხედრო ძალით შემოიჭრა, ამერიკამ კი მის შესაჩერებლად თითიც არ გაანძრია, რაც იმის ფაქტობრივი დადასტურება გახლდათ, რომ ბუშმა საქართველო რუსეთის გავლენის ზონად აღიარა”, – განუცხადა მამრაძემ “ასავალ-დასავალს”.

წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი“

ასევე იხილეთ