მომღერალ სოფო მედიას ქმარი, მიშა მესხი გაზეთ „ასავალ – დასავალთან“ ინტერვიუსი აცხადებს: მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ძალადობასა და უსამართლობას ვებრძვი, მაგრამ, როდესაც შენ გამოდიხარ და 1 მილიონ 200 ათას კაცს, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა, დედას აგინებ, ამის შემდეგ რატომ გიკვირს, რომ ვიღაცა პასუხს მოგთხოვს? როცა სამართლიანობისთვის იბრძვი და ამდენ ადამიანს შეურაცხყოფას აყენებ, ეგ უკვე სამართლიანობა აღარ არის. გავლის დრო და იმ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით გოგონებს, რომლებიც უბინძურესი სიტყვებით იგინებიან და საშინელ „სიმღერებს“ მღერიან, თავიანთი საქციელის ძალიან შერცხვებათ.
წყარო: გაზეთი „ასავალ- დასავალი“