leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზურაბ ქადაგიძე: სააკაშვილის სასამართლო არ იყო დასრულებული და ჟორჟოლიანის ფონდიც გასულა „მომსახურების ზონიდან“

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდის დაყადაღებას ეხმიანება.

როგორც ექსპერტი წერს, ცხადი ხდება, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა რადიკალებისათვის მარცხით დასრულდება.

მეტიც, ზურაბ ქადაგიძე დარწმუნებულია, რომ ქართული „ფარას“ ამოქმედების შემდეგ დესტაბილიზაციის მომხრეები მკაცრი რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან.

„ხედავ შენ, ურემი როგორ აჩქარებულა?! სააკაშვილის სასამართლო არ იყო დასრულებული და ჟორჟოლიანის ფონდიც გასულა „მომსახურების ზონიდან“… ახლა თუ მაინც მიხვდებით, რომ ცეცხლს ეთამაშებით და სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას ვერ მოიგებთ, კარგი იქნება. ჯერ სადა ხართ, ქართული „ფარა“ და მუხლი 307 ამოქმედდეს, მერე ითვალეთ წიწილები…“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

ასევე იხილეთ