top_leaderboard

ილია დარჩიაშვილი: NATO-საქართველოს ურთიერთობებისთვის გენერალური მდივნის ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია

„დასრულდა NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში.

ვფიქრობ,რომ NATO-საქართველოს ურთიერთობებისთვის ეს ვიზიტი  განსაკუთრებული  მნიშვნელობის მატარებელია“, – ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გენერალური მდივნის ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს NATO-სა და საქართველოს შორის არსებულ დინამიკურ ურთიერთობებს.

„ამ ვიზიტს ჩვენს ურთიერთობებში მოაქვს ახალი იმპულსი და შემდგომი თანამშრომლობისთვის  ახალი შესაძლებლობები“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, იენს სტოლტენბერგის ვიზიტს ჰქონდა ძალიან საინტერესო კომპონენტები,რომლის ფარგლებშიც  განხილული იქნა  ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა და შემდგომი ნაბიჯები.

„აღსანიშნავია,რომ ეს არის მაღალი დონის ვიზიტების გაგრძელება, სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა NATO-ს შტაბ – ბინაში,მან მონაწილეობა მიიღო NATO-საქართველოს კომისიის სხდომაში“, – აღნიშნა მინისტრმა.

18-19 მარტს,საქართველოს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვია.

აღსანიშნავია,რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს გახლავთ იენს სტოლტენბერგის მე-4 ვიზიტი საქართველოში.

 

ასევე იხილეთ