leaderboard_below_slide
left_sabechdi

ტულსი გაბარდი: დონალდ ტრამპი მშვიდობაზეა ორიენტირებული და უპრეცედენტო პროგრესს მიაღწია რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მშვიდობაზეა ორიენტირებული და უპრეცედენტო პროგრესს მიაღწია რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში.

„პრეზიდენტი ტრამპი ძალიან მკაფიოდ უყურებს ამ კონფლიქტს. მან ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია და პრიორიტეტი, რომელიც არის ამ ომის დასრულება. ის მშვიდობაზეა ორიენტირებული“, – აღნიშნა ტულსი გაბარდმა.

„წინა ადმინისტრაციის პირობებში, საერთოდ არ არსებობდა ძალისხმევა მშვიდობის ან პუტინთან პირდაპირი დიალოგის კუთხით, რათა დასრულებულიყო ეს ომი. ასე რომ, ძალიან მოკლე დროში, ტრამპმა გაცილებით მეტ პროგრესს მიაღწია მშვიდობის მიღწევის კუთხით, ვიდრე ნებისმიერმა წინა მცდელობამ. პრეზიდენტ ტრამპს შესაფერის დროს ექნება ძალიან პროდუქტიული საუბარი პუტინთან, რომელიც დაფუძნებულია მშვიდობისადმი მის ურყევ ერთგულებაზე“, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ