leaderboard_below_slide
left_sabechdi

„არმიელების“ გადაწყვეტილებით, „სარბიელის სინი“ სიმბოლურად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში დაიდებს ბინას

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა რაგბის კლუბ „არმიას’’ უმასპინძლა. „არმიელები“, სამსახურში, მათ მიერ, რუსთავის „ხარებზე“ გამარჯვების შედეგად მოპოვებული „სარბიელის სინით“ მივიდნენ.

აღნიშნულისამსახურის ინფორმაციით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, „არმიელებს“ ღირსეული გამარჯვება მიულოცა და მათ მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.

მორაგბეებმა კობა კობალაძეს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა რაც შეიძლება დიდ ხანს შეინარჩუნონ მოგებული ჯილდო.

„არმიელების“ გადაწყვეტილებით, „სარბიელის სინი“ სიმბოლურად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში დაიდებს ბინას.

„არმიამ“ 14 მარტს, რუსთავის „ხარებზე“ მოპოვებული გამარჯვებით, მეექვსე ადგილიდან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა და ექვსეულში მოიპოვა ადგილი პლეი-ოფში სათამაშოდ.

რაგბის კლუბი „არმია,“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მმართველობაში, 2019 წელს გადმოეცა; 2022 წლის 18 იანვარს კი, თავდაცვის სამინისტრო, კლუბის თანადამფუძნებელი გახდა, რაც, „არმიელებისთვის“ მოტივაციის ასამაღლებლად და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად, კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი პირობაა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში, „სარბიელის სინის’’ ისტორია, 1995 წელს იწყება, როდესაც ქართული რაგბის მემატიანემ, იმხანად კი სპორტულ გაზეთ „სარბიელის’’ თანამშრომელმა, ზაალ გიგინეიშვილმა ზელანდიური (1902 წელს დაარსებული) „რანფერლის ფარის” პრინციპი ქართულ რეალობას მოარგო. თავად სინი – ძველმა მორაგბემ და მოქანდაკემ, გია ჯაფარიძემ თითბრიდან გამოჭედა, დამზადების ხარჯი კი „სარბიელმა” გაიღო. მიზეზი მარტივი იყო – წლის ნებისმიერ დროს გარკვეულიყო საუკეთესო გუნდი და ჩემპიონატის რიგით მატჩებს მეტი მოტივაცია შემატებოდა.

ასევე იხილეთ