leaderboard_below_slide
left_sabechdi

7 ნოემბრის საქმეზე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი სასამართლოში მოწმის სტატუსით დაიკითხა

აქტიურ ფაზაშია სააკაშვილის კიდევ ერთი მძიმე ბრალდების საქმის განხილვა – 7 ნოემბრის ეპიზოდზე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დაიკითხა, რომელმაც უკანონო ბრძანების შესახებ ისაუბრა. მოწმემ გაიხსენა, როგორ დაურეკეს და უთხრეს, რომ „იმედში“ პირდაპირი ეთერის უზრუნველყოფის კაბელი უნდა გაენადგურებინა, ან ისე დაეზიანებინა, რომ მაუწყებლობის მარტივად აღდგენა შეუძლებელი ყოფილიყო.

ბრძანება შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოდიოდა, რომელსაც ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა.

„მეორე სართულზე საეთერო ვნახე, იქ გამოვრთე აპარატურა. დავალება იყო რომ ხელახლა არ ჩართულიყო, შესაბამისად ჩავხსენი კაბელები“, – განაცხადა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა, ვაჟა რაზმაძემ.

ასევე იხილეთ