leaderboard_below_slide
left_sabechdi

ისრაელმა ღაზაში საბრძოლო მოქმედებები განაახლა

ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებები განაახლა. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, იბომბება ქალაქი ღაზა და მისი გარეუბნები. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ მთავრობის თავმჯდომარემ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ჯარებს დაავალეს დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ „მტკიცედ“ იმოქმედონ.

„ამიერიდან ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ იმოქმედებს უფრო ძლიერ სამხედრო ძალის გამოყენებით“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ისრაელის თავდაცვის მინისტრი ამბობს, საომარი მოქმედებების განახლების მიზეზი, რომელიც 19 იანვრიდან იყო შეწყვეტილი, „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული ტყვეების გათავისუფლებაზე უარის თქმა გახდა.

სხვადასხვა წყაროებით დგინდება, რომ ისრაელის საჰაერო იერიშებს ღაზაში ორასზე მეტი ადამიანი უკვე ემსხვერპლა.

ასევე იხილეთ