leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაკრონი: ტრამპი უკრაინაში ომის დასრულების ერთგულია

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მან სატელეფონო საუბრები გამართა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და აშშ-ის ლიდერთან, დონალდ ტრამპთან.

“ახლა ჯერი რუსეთზეა – დაამტკიცოს, რომ მას მშვიდობა ნამდვილად სურს. სიკვდილი, განადგურებული ცხოვრება, ნგრევა საკმარისია”, – დაწერა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

“დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ საქმის ერთგულია. ახლა ჩვენ პარტნიორებთან ერთად წინ უნდა წავიწიოთ, რათა კონკრეტული სამშვიდობო გეგმა წარვადგინოთ”, – აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.

ასევე იხილეთ