ტურიზმის სფეროში მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს. „ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა“-გადამზადების კურსი თბილისში, ამბროლაურში, გორში, თელავში, თეთრიწყაროში, ახალციხეში, ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში მიმდინარებს. ტრენინგებში სასტუმროებისა და კვების ობიექტების 220 თანამშრომელი მონაწილეობს.
სასწავლო კურსი შემდეგ თემატიკას მოიცავს:
- GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკა) და GHP ( ჰიგიენის პრაქტიკა) ;
- წერილობითი პროცედურების (სტანდარტული ოპერირების პროცედურები) და სამუშაო ფორმების შემუშავება;
- პერსონალის სავალდებულო სწავლებების პოლიტიკა
- სურსათის უვნებლობის პრინციპები, ჰიგიენა
- HACCP სისტემის მიმოხილვა, მოსამზადებელი და დანერგვის ეტაპები
- ალერგიის გამომწვევი ან მომეტებული მგრძნობელობის მქონე ნივთიერებები ან პროდუქტები;
- მომხმარებლის ინფორმირებულობა, პრეტენზიების მართვა და სხვა.