leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზელენსკი: ტრამპის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო შეთანხმების შესახებ პუტინის დაგვიანებული პასუხი იმის აშკარა მტკიცებულებაა, რომ რუსეთი ომს ახანგრძლივებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო შეთანხმების შესახებ რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის დაგვიანებული პასუხი იმის აშკარა მტკიცებულებაა, რომ რუსეთი ომს ახანგრძლივებს.

განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგასთან ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა.

“ცეცხლის შეწყვეტის წინადადება დიდი ხნის წინ შეიძლებოდა განხორციელებულიყო. ომის დროს ყოველი დღე ადამიანის სიცოცხლეს ნიშნავს. ამ დროისთვის თითქმის ერთი კვირაა, რაც მსოფლიოში ყველასთვის აბსოლუტურად ნათელი გახდა, რომ სწორედ პუტინი ახანგრძლივებს ამ ომს. უკვე ერთ კვირაა, რაც პუტინს არ შეუძლია თქვას უბრალოდ „დიახ“ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე პასუხად”, – თქვა ზელენსკიმ.

ასევე იხილეთ