გიორგი ვოლსკი: სალომე ზურაბიშვილმა ფხა ვერ გამოიჩინა, ქარტია დაუწერეს, ქოლგა დააჭერინეს ხელში, რომლის ქვეშაც ოპოზიცია უნდა გაერთიანებულიყო, მაგრამ ეს ვერ მოახერხა

“სალომე ზურაბიშვილმა ფხა ვერ გამოიჩინა. მიუხედავად იმისა, რომ მასში ევრობიუროკრატიამ ყველაფერი ჩადო, ქარტია დაუწერეს და ქოლგა დააჭერინეს ხელში, რომლის ქვეშაც მთელი ოპოზიცია უნდა გაერთიანებულიყო, ეს ვერ მოახერხა. „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„გუშინ სალომე ზურაბიშვილს თამარ მეფეს ეძახდნენ, დღეს უნიათოს უწოდებენ. ოპოზიციაში შეიძლება, გარკვეულ თემებზე ცალკეული გამოხტომებია, მაგრამ ფაქტია, რომ ყველას დღის წესრიგი – არჩევნების ბოიკოტი, დესტრუქცია, დესტაბილიზაცია, რევოლუცია, გადაყენება, რიგგარეშე არჩევნები, რაც უსაფუძვლო მოთხოვნებია. სალომე ზურაბიშვილმა ფხა ვერ გამოიჩინა, რათა ეს ყველაფერი გაეერთიანებინა, მიუხედავად იმისა, რომ მასში ევრობიუროკრატიამ ყველაფერი ჩადო – შეხვედრები მოუწყვეს, ქარტია დაუწერეს და ქოლგა დააჭერინეს ხელში, რომლის ქვეშაც მთელი ოპოზიცია უნდა გაერთიანებულიყო, ეს ვერ მოახერხა.
„არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“. აქედან გამომდინარეობს რაღაც მითი იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციაში თითქოსდა შეუთანხმებლობა არსებობს. ერთი შეთანხმება არსებობს – ეს არის ადამიანების გაერთიანება, როლებიც საქართველოს წინააღმდეგ არიან შეკრულები“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.