ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: ვისაც ჰგონია, რომ საქართველო „შიგ ევროპაში“ უნდა შევიდეს – ევროკავშირი არის პოლიტიკური არასტაბილურობა, ჰაერში გამოკიდებული უპერსპექტივო წარმონაქმნი. მისი მარიონეტული ხელისუფლება კლასიკური ევროპული ცივილიზაციის დამსამარებელია, რომელსაც ერთი მიზანი აქვს – როგორმა ნეტო და ევროპა რუსეთს დააჯახოს. რა თქმა უნდა, ამერიკელები ამაში მონაწილეობას არ მიიღებენ და ამიტომ ახდენენ მათგან დისტანცირებას.
დღეს ყველანაირ აზრს კარგავს ევროკავშირისა და ნატოს არსებობა, მით უმეტეს, ტრამპის მმართველობის პირობებში, როდესაც გლობალური სამყარო შეიცვალა და შეერთებულ შტატებს სხვა პრიორიტეტები გაუჩნდა. ურჩევნია, ორ მთავარ თანამოთამაშესთან შეათანხმოს ყველაფერი, ვიდრე უზარმაზარი ხარჯები გაიღოს და ევროპა კისერზე ჰყავდეს ჩამოკიდებული.
შეერთებული შტატების ახლად არჩეული ხელმძღვანელობა, პირველ რიგში ამერიკის მომავალზე ფიქრობს. იმის გამოსწორებას ცდილობს, რამაც 34 წელია, შტატები დააკნინა.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი“