leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან მაჭავარიანი: “მიშისტები” სალომე ზურაბიშვილზე გაბრაზებული არიან, რადგან სააკაშვილი არ შეიწყალა

“მიშისტები” სალომე ზურაბიშვილზე გაბრაზებული არიან, რადგან სააკაშვილი არ შეიწყალა. ზურაბიშვილს გაჰყვნენ, თუმცა პარლამენტის გარეთ დარჩნენ, აქციებმაც ვერაფერი შეცვალა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიმართ ფრუსტრირებული არიან.

„მიშისტები“ სალომე ზურაბიშვილზე ძალიან გაბრაზებული არიან, რადგან მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალა. სალომე ზურაბიშვილი ცდილობდა, სააკაშვილის როლი თავად მოერგო და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერი გამხდარიყო. რა დავალებებიც „გარე უფროსებისგან“ მოდიოდა, რადიკალურ ოპოზიციაში სალომე ზურაბიშვილის მიერ იშლებოდა. ისინი მას გაჰყვნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ პარლამენტის გარეთ დარჩნენ, აქციებმაც ვერაფერი შეცვალა და აქციების მუხტი განულებულია. როგორც ჩანს, ის რაღაც თანხებს ჰპირდებოდა, რომ ევროკავშირიდან „ენჯეოების“ სასარგებლოდ 120 მილიონ ევროს წამოიღებდა, მაგრამ ვერ მოახერხა და მასთან მიმართებით ფრუსტრირებული არიან. ელოდებიან, გარედან რა ინსტრუქციები იქნება, მაგრამ როგორც ჩანს, ყოვნდება.

ალბათ, ის ბიუროკრატები, ვინც დავალებებს აძლევთ, სხვა რანგის საკითხებით არიან დაკავებული. ალბათ, ამ ინსტრუქციების გაცემაში მეორეხარისხოვანი ქვეყნები იღებენ მონაწილეობას, როგორიცაა ბალტიის ქვეყნები და ასე შემდეგ. ოპოზიცია დაბნეულია, არ იციან, რა იქნება შემდეგი ინსტრუქციები“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ასევე იხილეთ