leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიცია ერიდება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას

“თქვენ ერიდებით მონაწილეობა მიიღოთ თვითმმართველობის არჩევნებში, რადგან იცით, სრულიად ლუსტრირებული ხართ. იცით, რომ თქვენი რეიტინგი არის განახევრებული. იცით, რომ ნულოვანი შანსი გაქვთ, რომ ნებისმიერი პატარა წარმატებაც კი თქვენთვის არის წარმოუდგენელი და ზუსტად იცით, რომ „ქართული ოცნება“ გამანადგურებლად დაგამარცხებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში, ვინაიდან ჩვენს ხალხს სურს ეროვნული ხელისუფლება. ჩვენს ხალხს სურს ისეთი ხელისუფლება, რომლის პირობებშიც გადაწყვეტილებები საქართველოს შესახებ მიიღება საქართველოშივე”,– მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა რადიკალურ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სამი რადიკალური პარტია ცდილობს, გაემიჯნოს „ნაციონალურ მოძრაობას“, რეალობა საპირისპიროა.

„”როგორ შეიძლება ასეთი ტყუილის შემოთავაზება მოქალაქეებისთვის, როდესაც თუ გადავხედავთ გვარამიას პარტიას და მის შემადგენლობას, ვრწმუნდებით, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობა“ არიან თავიდან ბოლომდე. გახარიას ოთხ მუნიციპალიტეტში აქვს შექმნილი კოალიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. ხაზარაძე ბიზნესპარტნიორი გახლავს ამ პარტიის და მსურს, ფაქტები ჩამოვუთვალო ამ ოთხივე რადიკალურ პარტიას და ვამხილო თუ რატომ არიან ისინი ერთიანი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“: თქვენ ერთად სხედხართ და თათბირობთ ერთი მაგიდის გარშემო, ერთად მოითხოვდით სანქციების დაწესებას რუსეთისთვის, ერთად მოგვიწოდებდით მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნას მთავრობის ოფიციალური თანხმობით, ერთად იტყუებოდით, რომ საქართველო „შავი ხვრელია“ რუსეთისთვის სანქციების თავის არიდებაში, ერთად გვიშლიდით ხელს კანდიდატის სტატუსის მიღებაში, ერთად მოატყუეთ საზოგადოების ნაწილი, რომ ქართული კანონი რუსულია, ერთად გამოუცხადეთ ბოიკოტი ანტილგბტ პროპაგანდის კანონს, ერთად ატყუებთ თქვენს ამომრჩეველს არჩევნების გაყალბებას, ერთად ვერ დებთ გაყალბების მტკიცებულებებს, ერთად ცდილობთ ქვეყანაში ხელოვნური კრიზისის შექმნას, ერთად გააგზავნეთ „დანოსი” ბრიუსელში და ოთხივემ ერთად მოაწერეთ ქვეყნის ღალატს ხელი, ერთად ითხოვთ საქართველოს დასანქცირებას და დასჯას, ერთად აორგანიზებდით ოთხ რევოლუციას, ერთად ცდილობთ ქვეყნის ეკონომიკურ დესტაბილიზაციას, ერთად ხართ ჩასაფრებული სტიქიებსა და ტრაგედიებზე, ერთად აჟღერებთ ერთიან მესიჯბოქსს და ერთად იმართებით ქვეყნის გარედან“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ასევე იხილეთ