leaderboard_below_slide
left_sabechdi

დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი დღეს შედგება

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი დღეს, 15:00-დან 17:00 საათამდე პერიოდში შედგება. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის საუბარი.

“ისინი იმდენ ხანს ისაუბრებენ, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან”, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, განსახილველი საკითხები ბევრია, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობები და უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებია.

ასევე იხილეთ