leaderboard_below_slide
left_sabechdi

თინა ბოკუჩავა: ზურაბიშვილს რომ შეეწყალებინა სააკაშვილი, მისი მსჯავრი გაქარწყლდებოდა!

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილი რომ შეეწყალებინა, რასაც მისგან დაჟინებით ითხოვდნენ საერთაშორისო აქტორები, ქართული სასამართლო სააკაშვილის მიმართ დანაშაულების შეკრებითობის პრინციპს ვეღარ გამოიყენებდა.

თინა ბოკუჩავა აღიარებს, რომ სააკაშვილის შეწყალებას სალომე ზურაბიშვილისგან ითხოვდნენ „საერთაშორისო აქტორები“ და კონკრეტული ევროპარლამენტარები.

„მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომ არ შეეწყალებინა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სალომე ზურაბიშვილის მიმართ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად საერთაშორისო აქტორების, მათ შორის, ევროპარლამენტის მხრიდან კონკრეტული მოწოდების მიუხედავად, რომ მას შეეწყალებინა პრეზიდენტი სააკაშვილი, მან არ გამოიყენა მის ხელთ არსებული კონსტიტუციური შეწყალების ბერკეტი. მისი მთავარი არგუმენტი იყო, რომ მისი შეწყალების აქტი არ განაპირობებდა პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებას. დღეს მიხეილ ჯინჯოლია შეკრებითობის პრინციპს ვერ გამოიყენებდა ვინაიდან ყველა მისჯილ საქმეზე სალომე ზურაბიშვილის შეწყალების აქტით გაქარწყლდებოდა მსჯავრი და შესაბამისი პატიმრობის წლებიც. ამიტომ, დღეს სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს პასუხისმგებლობას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

წყარო: „ტვ პირველი“

ასევე იხილეთ