პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ – ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა: ეს ადამიანი ჩემთვის აქტუალური და საინტერესო არ არის. მე მისგან არასდროს არაფერი მომითხოვია. ის ვალდებული იყო რუსულია აგენტურის მიერ გასამართლებული პრეზიდენტი ციხეში არ ჩაეტოვებინა. მე, პირადად და ჩემ პარტიას მოთხოვნა, რომ ეს უნდა გააკეთოს, არ გვქონია. არ გააკეთა? – ეს მისი ღირებულებების საკითხია. მე არ მაინტერესებს ეს ადამიანი, სურვილი არ მაქვს რომ შევაფასო. აღარ არის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ არალეგიტიმური პრეზიდენტი გვყავს.
ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ”რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი „მიზანი ოპოზიციის გაერთიანება არასოდეს არ ყოფილა“.
მისი თქმით, ამზადებს „ძლიერ კოორდინაციას”, რომელიც უძლებს ყველაფერს, ხოლო „ყალბი გაერთიანება არის ყველაზე მოწყვლადი“.
„მე ვამზადებ, და ვარ საკმაოდ ოპტიმისტური ამ მიმართულებით, ძლიერ კოორდინაციას. ძლიერი კოორდინაცია არის ის, რაც უძლებს ყველაფერს და ყალბი გაერთიანება არის ყველაზე მოწყვლადი. უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა რეალურად, გვინდა ძლიერი კოორდინაცია არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების, ასევე ამ საზოგადოების, რომელიც არის წამყვანი ამ პროტესტში დღეს და რომელსაც უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი ამ კოორდინაციაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა ინტერვიუში.
წყარო: hotnews.сom.ge