ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: საქართველო, რომელიც 32 წელიწადია, ანგრევს და ანადგურებს საკუთარ სახელმწიფოებრიობას, აქვს მომენტი სერიოზული ფუნქცია შეიძინოს ისეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ არენაზე, როგორიც სამხრეთ კავკასია. ჩვენ ცხვირწინ გვიდევს უკრაინის მაგალითი, რომელიც გლობალურ დაპირისპირებაში იქნა გამოყენებული და დღეს მისი სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშაა.
სამწუხაროდ, იდეოლოგიურად გახრწნილი ადამიანები, რომლებმაც უზარმაზარი ზიანი მოუტანეს ქართულ სახელმწიფოს, კვლავ სულელური არჩევანის წინაშე აყენებენ ქვეყანას. კარგად დაფინანსებული მეხუთე კოლონა, რომელიც ხელისუფლების წაყრუების წყალობით, დღესაც დათარეშობს საქართველოში, სერიოზულ პრობლემას უქმნის ქვეყანას. მართლაც არანორმალურია, რომ სამი თვეა გრძელდება გლობალისტური ელიტის მიერ მართული პროცესები.
წყარო: გაზეთი “ასავალ-დასავალი”