“ბლუმბერგი”: ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად მოითხოვა, რომ დასავლეთმა უკრაინას იარაღი აღარ მიჰყიდოს

გამოცემა „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად მოითხოვა, რომ დასავლეთმა უკრაინას იარაღი აღარ მიჰყიდოს. სააგენტოს წყაროების ცნობით, ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ ვიტკოვის მოსკოვში ვიზიტის დროს პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის სავალდებულო პირობად იარაღის მიწოდების შეწყვეტა დაასახელა.
ამავდროულად, როგორც ინკოგნიტო ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, ნაკლებად სავარაუდოა, ევროპა დათანხმდეს რუსეთის მოთხოვნას, რომ მოკავშირეებმა დაბლოკონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ცეცხლის შეწყვეტის დროს.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივას ეთანხმება, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ პირობებს აყენებს.