ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა „მოიპოვა უფლება”, შეხვდეს უელსს ფლეი-ოფში, რათა გადაწყდეს, რომელი ქვეყანა უნდა მოხვდეს 2026 წლის ექვსი ერის ჩემპიონატში, – წერს BBC-ი.
„ეს იქნება მსოფლიო რაგბის ყველაზე საინტერესო თამაში – უახლოეს მომავალში ჩატარდება მატჩი საქართველოსა და უელსს შორის, რომლის დროსაც გაირკვევა ექვსი ერის ჩემპიონატის შემდეგი ტურნირის ნაკრებების შემადგენლობა”, – განაცხადა კოკერილმა.
კოკერილის თქმით, საქართველოს საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს იმისთვის, რომ ითამაშოს მაღალ ევროპულ დონეზე. გუნდმა რვაჯერ ზედიზედ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა მეორე დივიზიონში. უელსი ზედიზედ მეორე წელია იკავებს ბოლო ადგილს ექვსი ერის ჩამპიონატზე და მას არ მოუგია არც ერთი თამაში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, როდესაც საქართველოზე გამარჯვება მოიპოვა.
„ჩვენ გვსურს გვქონდეს შესაძლებლობა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ასპარეზობა, ამიტომ, ლოგიკურია, რომ ჩვენ ვიღებთ ფლეი-ოფის ჩატარების საშუალებას. ეს იქნება World Rugby-ის ყველაზე დატვირთული თამაში – საქართველო უელსის წინააღმდეგ“, – განაცხადა კოკერილმა.
World Rugby-ის რეიტინგში საქართველო მე-11 ადგილზე ავიდა, უელსზე ერთი პოზიციით მაღლა. კოკერილმა აღნიშნა, რომ საქართველო-უელსის შეხვედრა შეიძლება იყოს ის თამაში, რომლის ნახვაც ხალხს მოუნდება.
„შემოსული თანხა და რეპუტაცია კი ქართულ რაგბის სრულიად ახალ დონეზე აიყვანს“, – აღნიშნა კოკერილმა.