უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ უკრაინას ომის დასრულება სურს წელს და მოელის, რომ რუსეთი მიიღებს უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, თუმცა თუ რუსეთი უარს იტყვის, უკრაინელები გააგრძელებენ წინააღმდეგობის გაწევას.
“ჩვენ გვჯერა, რომ ომი წელს დასრულდება. ჩვენ ყველას გვაერთიანებს ეს სტრატეგიული მიზანი – მივაღწიოთ სამართლიან, ყოვლისმომცველ და მდგრად მშვიდობას. ჩვენ ველით, რომ რუსეთი მიიღებს უპირობო ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ქვეყნის ინტერესებში შედის უკრაინის მხარდაჭერა, რათა მსოფლიო ასპარეზზე სხვა აქტორებმა არ იმოქმედონ ისევე, როგორც რუსეთი მოქმედებს.