leaderboard_below_slide
left_sabechdi

ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ახალი ხუთწლიანი პროგრამა შემუშავდება

ქართული ფეხბურთის განვითარების ახალ ხუთწლიან პროგრამაზე მუშაობა დაწყებულია – ამის შესახებ ქართული კლუბების, ფეხბურთის ფედერაციის, სპორტის სამინისტროსა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

სასტუმრო „პულმანში“ გამართულ შეხვედრაში ეროვნული ლიგის და ლიგა 2-ის საფეხბურთო გუნდების წარმომადგენლებს ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ახალი ხელმძღვანელი წარუდგინეს – გიორგი კალანდაძე, რომელიც ფონდში მისი დაარსების დღიდან საქმიანობს.

შეხვედრაზე გუნდებმა საკლუბო ფეხბურთის განვითარების საკუთარი ხედვები წარმოადგინეს. ასევე დააფიქსირეს პოზიცია სპორტის სამინისტროს ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბებაზეც – მათი აზრით, ეს წინგაგადმული ნაბიჯია, რაც გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების წინაპირობა გახდება.

კლუბების წარმომადგენლებმა პროფესიული ლიგის აღდგენაზეც ისაუბრეს. საერთო აზრია, რომ ეს წინსვლისთვის აუცილებელია, მაგრამ პოზიციები განსხვავებულია – კლუბების ნაწილის თქმით, ორგანიზაცია დროულად უნდა ამოქმედდეს, ხოლო ნაწილი თვლის, რომ საამისოდ აუცილებელი ფინანსური რესურსები ჯერ ქვეყანაში არ არსებობს.

ასევე იხილეთ