ვატო შაქარიშვილი: რომელ გულწრფელ პროტესტზეა ლაპარაკი, როდესაც ამ ყველაფრის უკან ვხედავთ, რომ დგას ბინძური ფული

რომელ გულწრფელ პროტესტზეა ლაპარაკი, როდესაც ამ ყველაფრის უკან ვხედავთ, რომ ღიად დგას ფული, ბინძური ფული, რომელიც ამ ფონდებში აკუმულირდებოდა და შემდეგ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ხმარდებოდა, – განაცხადა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო შაქარიშვილმა.
„ეს იყო პიროტექნიკა, რომელიც ჩვენი გმირი პოლიციელების დაწვისთვის იყო და რუსთაველზე ცეცხლის გაჩაღებისთვის იყო. ეს იყო სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები, რომლებიც აგრესიული, ძალადობრივი პროტესტისთვის იყო საჭირო. რომელ გულწრფელ პროტესტზეა ლაპარაკი, როდესაც ამ ყველაფრის უკან ვხედავთ, რომ ღიად დგას ფული, ბინძური ფული, რომელიც ამ ფონდებში აკუმულირდებოდა და შემდეგ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ხმარდებოდა“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადება 17 მარტს გაავრცელა.