გიორგი ვოლსკი: არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სააკაშვილის მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს ის ბოროტი გეგმა, რომელიც ჩაფიქრებულია

არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სააკაშვილის მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს ის ბოროტი გეგმა, რომელიც ჩაფიქრებულია. სააკაშვილი მითუმეტეს ამ გეგმის ერთ-ერთი შემდგენელი და ერთ-ერთი ლიდერია, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
„არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სააკაშვილის მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს ის ბოროტი გეგმა, რომელიც ჩაფიქრებულია. სააკაშვილი მითუმეტეს ამ გეგმის ერთ-ერთი შემდგენელი და ერთ-ერთი ლიდერია. ეს არის ინტერესთა დაკავშირება კონკრეტული ადამიანებისა, ვინც საქართველოში არის და ადამიანისა, რომელიც უნდა ჩამოვიდეს და ეს ინტერესები მოიყვანოს რეალობაში – ეს არის რევოლუცია”, – განაცხადა ვოლსკიმ.
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოგზავნა, რომ კონკრეტულ უცხოელ მაღალჩინოსნებს უკავშირდება, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, კიევმა პროკურატურის მოთხოვნილი ინფორმაცია ამ დრომდე არ გამოაგზავნა, სააკაშვილს კი შესრულებული როლი, მეოთხე გამამტყუნებელ განაჩენად დაუჯდა.