გადაწყვიტეს, რომ ჩვენს ქვეყანაში მოეხდინათ არეულობა, შეექმნათ საფუძველი იმისთვის, რომ არალეგიტიმური, რევოლუციური პროცესები წარმართულიყო და დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი არაჟნების კონტეინერით შემოაპარეს საქართველოში. მათი მიზანი ქვეყნის დაქცევა იყო, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
„გადაწყვიტეს, რომ ჩვენს ქვეყანაში მოეხდინათ არეულობა, შეექმნათ საფუძველი იმისთვის, რომ არალეგიტიმური, რევოლუციური პროცესები წარმართულიყო და დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი არაჟნების კონტეინერით შემოაპარეს საქართველოში. მათი მიზანი ქვეყნის დაქცევა იყო. ჩვენი ქვეყანა უნდა ჩართულიყო ომში, პირველ ეტაპზე უნდა დაწესებულიყო სანქციები რუსეთისთვის, იმ ქვეყნისთვის, რომელსაც 20% ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და შემდგომ, რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფო ბორტით მოხალისეების გაგზავნა საომარი ვითარების ზონაში, ბუნებრივია, რომ საბოლოო ჯამში, ეს თუ არა კიდე სხვა ქმედებები გამოიწვევდა დაპირისპირებას და გამოიწვევდა ომს საქართველოში”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოგზავნა, რომ კონკრეტულ უცხოელ მაღალჩინოსნებს უკავშირდება, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, კიევმა პროკურატურის მოთხოვნილი ინფორმაცია ამ დრომდე არ გამოაგზავნა, სააკაშვილს კი შესრულებული როლი, მეოთხე გამამტყუნებელ განაჩენად დაუჯდა.