leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით მათიკაშვილი: საელჩო წარმოადგენს მთელს ქვეყანას და არა რომელიღაც უწყებას. კარგი იქნება თუ ჩეხებიც კარგად გაერკვევიან ამ საკითხებში

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ჩეხეთის პარლამენტის კომიტეტის რეზოლუციას ეხმიანება, რომელიც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას ეხებოდა.

„საელჩო წარმოადგენს მთელს ქვეყანას და არა რომელიღაც უწყებას, ეს კარგად იცის მთელმა მსოფლიომ. კარგი იქნება თუკი ჩეხებიც კარგად გაერკვევიან ამ საკითხებში. ბოლოს და ბოლოს თუკი პასუხი არა აქვთ, ისეთს მაინც მოიწერებიან, რომ რაღაც ღიმილისმომგვრელი არ იყოს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ჩეხეთის საელჩო ჩეხეთის სენატის გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას გაურბის. დიპლომატიური უწყება ირწმუნება, რომ საქართველოში ჩეხეთის ხელისუფლების ერთ კონკრეტულ შტოს წარმოადგენს და უსაფუძვლო რეზოლუციის მიზეზს ვერ განმარტავს. პარალელურად, საელჩო სასამართლო სხდომებს ესწრება და კონკრეტულ მოწოდებებს ავრცელებს.

ასევე იხილეთ