შოთა ბერეკაშვილი: ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკა ორჯერ გაიზარდა. ეს ზრდა ინკლუზიური იყო და ჩვენი მოქალაქეების შემოსავალზე აისახა

შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა, როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძო სექტორში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს დინამიკური ეკონომიკური ზრდა, – განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.
„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკა ორჯერ გაიზარდა და ეს ზრდა ინკლუზიური იყო და ჩვენი მოქალაქეების შემოსავალზე აისახა. ეს შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა, როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძო სექტორში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს დინამიკური ეკონომიკური ზრდა. ეკონომიკა ყველასია და ის განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას”, – განაცხადა ბერეკაშვილმა.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მაჩვენებელია და გამოხატავს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი დასაქმებულების რაოდენობას.