დავით ჩიხელიძე: ლაშა ფარულავას, რომელსაც აზრს პარტიაშიც კი არ ეკითხებიან, არ აქვს უფლება, საკუთარი არაკომპეტენტური მოსაზრებები საზოგადოებას სიმართლედ წარუდგინოს!

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ცესკოს წინააღმდეგ ოპოზიციის მხრიდან განხორციელებულ მორიგ შეტევას, რომლის „მედროშედ“ ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა მოგვევლინა.
ჩიხელიძის თქმით, „ლაშა ფარულავას, რომელსაც აზრს პარტიაშიც კი არ ეკითხებიან, არ აქვს უფლება, საკუთარი არაკომპეტენტური მოსაზრებები საზოგადოებას სიმართლედ წარუდგინოს!“
„დღეს ცესკოს წინააღმდეგ მორიგი ორკესტრირებული შეტევა დაიწყო, მედროშედ ლაშა ფარულავა მოგვევლინა, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ მისი აზრი საზოგადოებისთვის საინტერესო და გასათვალისწინებელი უნდა იყოს.
მინდა ლაშას საკუთარი სტატუსი შევახსენო (რამდენიმე დღის უკან დაწერილი), სადაც ის ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისის გაყიდვა პოლიტსაბჭოსთან და პარტიულ აქტივთან შეთანხმებული არ ყოფილა და კარგი იქნება, თუ მომავალში მსგავსი გადაწყვეტილებები პარტიული აქტივის ფართო ჩართულობით მიიღება. ლაშა ფარულავას, რომელსაც აზრს პარტიაშიც კი არ ეკითხებიან, არ აქვს უფლება, საკუთარი არაკომპეტენტური მოსაზრებები საზოგადოებას სიმართლედ წარუდგინოს!
არჩევნების შემდეგ დიდი დრო გავიდა, რაც სრულიად საკმარისია, რომ ოპოზიციას საკუთარი პრეტენზიები ფაქტებით გაემყარებინა, მაგრამ რას ვხედავთ? დემაგოგიას, მხოლოდ დემაგოგიას. მესმის, რომ ზოგჯერ სიმართლე მტკივნეული და მიუღებელია, მაგრამ ისიც ფაქტია, არასასურველი სიმართლის მიღებაზე მეტად მტკივნეული გაჯიუტება და საკუთარი უმეცრების დემონსტრირებაა, რასაც ახლა ოპოზიცია ახორციელებს. არ შეიძლება არჩევნების შეფასებით ნაწილში აღქმები გამოვიყენოთ.
მესმის, რომ გვარამიასთვის და ოპოზიციისთვის მთავარი აღქმებია და არა ფაქტები, მაგრამ, საბედნიეროდ, საზოგადოების ჯანსაღ ნაწილი ასე არ ფიქრობს. ჩვენთვის მთავარი ფაქტობრივი გარემოებებია, ფაქტებით კი მტკიცდება, რომ ოპოზიციას მხარდაჭერა არ აქვს! არჩევნები შედგა, ცესკომ არჩევნების მაღალ დონეზე ადმინისტრირება შეძლო. მათ პრეტენზია არა ცესკოსთან არამედ საკუთარ ლიდერებთან უნდა ჰქონდეთ, რომლებიც არა არჩევნებისთვის, არამედ რევოლუციისთვის ემზადებოდნენ!“, – წერს დავით ჩიხელიძე.