საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთთან ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადების თბილისური ეტაპი დაასრულა. შეკრების მეორე დღეს „ჯვაროსნებმა“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სრული შემადგენლობით ივარჯიშეს.
საქართველოს ნაკრები 19 მარტს ერევანში, შეხვედრის მასპინძელ ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე, მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს. ვარჯიშამდე კი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს
19 მარტის განრიგი:
17:30 – საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია;
18:00 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში;
19:00 – სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია;
19:30 – სომხეთის ნაკრების ვარჯიში.
B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს, 20 მარტს ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონში B ლიგაში ითამაშებს.
ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო სომხეთთან ერევანში გასამართ შეხვედრას საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ.