ზურგის ტკივილი შესაძლოა ბევრი მიზეზით იყოს განპირობებული და განსხვავებული სიმპტომებიც გამოიწვიოს. ამ პრობლემის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებად სახელდება:
- მჯდომარე ცხოვრების წესი;
- ხერხემლის პათოლოგიები;
- ფიზიკური დატვირთვა;
- პროფესიული საქმიანობა და სხვ.
გარდა ამისა, არსებობს წელის ფართოდ გავრცელებული პრობლემები და დაავადებები, როგორიცაა:
- სქოლიოზი – იგივე ხერხემლის გამრუდება, ხშირია მოზარდებში, რადგან ბავშვის სწრაფი ზრდისას კუნთოვანი კარკასი ვერ ეწევა ძვლებს, ეს კი ხერხემლის კუნთებისა და იოგოვანი აპარატის დასუსტებას განაპირობებს. არსებობს I და II ხარისხის – შედარებით მსუბუქად მიჩნეული და III და IV – რომელიც სერიოზული პათოლოგიაა და ორგანოთა მთელ წყებას აზიანებს.
- კუზი – მკვეთრად გამოხატული გულ-მკერდის კიფოზია. ის შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი. ამ პათოლოგიის გამომწვევ მიზეზებს შორისაა: მალთაშუა დისკის დეგენერაცია, ართრიტი, ტრავმა და სხვა. პაციენტს ამ დროს აწუხებს ტკივილი, სისუსტე და ხშირად სუნთქვის გაძნელებაც.
- ლორდოზი – ამ დროს წელის ნორმალური ნადრეკი უფრო ღრმად არის შეწეული. პათოლოგიური ლორდოზი შეიძლება წარმოიშვას კუნთების დისბალანსის, ტრავმისა და სწრაფი ზრდის შედეგად.
წელის არეში დატვირთვის შემსუბუქების მიზნით და დისკომფორტის შესამცირებლად ადამიანები წელის ქამრებს ატარებენ. წელის ორთოპედიული ქამრები ხერხემლის საჭირო ხარისხით ფიქსაციას უზრუნველყოფს და ზურგის კუნთების დაჭიმვის, სპონდილოზისა და იოგების/მყესის დაზიანების მკურნალობის პროცესში მაქსიმალურ ეფექტს იძლევა.