ვახტანგ ჩოჩია: მმართველი გუნდის ინიციატივით, განხორციელდება შესაბამისი პროექტები, რომლებიც მიმართული იქნება ახალგზარდა თაობისთვის ჯანმრთელი და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებაზე

“მმართველი გუნდის ინიციატივით განხორციელდება შესაბამისი პროექტები, რომლებიც მიმართული იქნება ახალგზარდა თაობისთვის ჯანმრთელი და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებაზე”, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი ვახტანგ ჩოჩია ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით.
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის ახალგაზრდების დაცვა, მათი ინტერესის გატარება და სწორედ, ამ ინტერესიდან გამომდინარე შეიმუშავა ახალი გამკაცრებული ნარკოპოლიტიკა, რომელიც თავის მხრივ, გულისხმობს შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დახვეწასა და გამკაცრებას. ეს არ არის მარტივი პროცესი, კომპლექსური პროცესია და არ გულისხმობს მხოლოდ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემოტანას, არამედ მმართველი გუნდის ინიციატივით, განხორციელდება შესაბამისი პროექტები, რომლებიც მიმართული იქნება ახალგზარდა თაობისთვის ჯანმრთელი და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებაზე“, – აღნიშნა ჩოჩიამ.