უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ რუსეთი 30-დღიანი დროებითი ზავის დროს კრაინულ ენერგეტიკულ ობიექტებს დაბომბავს, ოფიციალური კიევი იმავე ქმედებებით უპასუხებს.
“შეუძლებელია იყოს ისე, რომ რუსეთმა დაარტყას ჩვენ ენერგეტიკას, ხოლო ჩვენ ჩუმად ვისხდეთ. ჩვენც ვუპასუხებთ. თუმცა ორივე მხარეს, რუსულს და უკრაინულ ენერგეტიკის არ დაბომბვა შეუძლია. ჩვენი მხარე ამას მხარს დაუჭერს”, – თქვა ზელენსკიმ.
როგორც მან აღნიშნა, ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვაზე მორატორიუმის გამოცხადება თავდაპირველად უკრაინული მხარის იდეა იყო, რომელიც მან ამერიკას გაუზიარა და ამის მიღწევას ვაშინგტონის შუამავლობით ცდილობდა.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ტრამპმა პუტინს 30 დღის მანძილზე უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებისგან თავის შეკავება შესთავაზა. პუტინი ამ იდეას დათანხმდა.